დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარათონი გაიმართა ლისის ტბაზე. გარბენში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პირებმა, დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, დიპლომატიური კორპუსისა და მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. გარბენის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის 3, 5 და 13-კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს. მარათონის პარალელურად, ლისის ტბის ტერიტორიაზე თავდაცვის მოხალისე ორგანიზაციებს შორის შიდა შეჯიბრიც ჩატარდა. გარდამავალი თასი „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს.