თბილისში ჰენდპენის პირველი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საღამოს „ლოკო პარკმა“ უმასპინძლა. მსმენელის წინაშე ჰენდპენის მუსიკოსების გაერთიანება წარდგა, რომელიც საქართველოში ამ ინსტრუმენტის განვითარების ერთ-ერთი პიონერია. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად საქველმოქმედო ფონდში, „სიცილით თერაპია“ გადაირიცხა.