საქველმოქმედო გარბენი დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად

12:30, 25.09.2026

ლისის ტბასთან დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი გაიმართა. მარათონში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, მოქმედმა და დაჭრილმა სამხედროებმა, ასევე უწყების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს. მარათონის დისტანციები დაფარეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

მარათონი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერას. საქველმოქმედო გარბენიდან შემოსული თანხა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ ჩაირიცხება. 

მსგავსი