საქველმოქმედო განცხადება

17 წლის ნინი კვანჭიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მას 2020 წლის ივნისში დაუდასტურდა იუნგის სარკომა – მე-4 სტადია. ამჟამად ნინი მკურნალობს გერმანიაში, ქ. ფრაიბურგის ონკოჰემატოლოგიის ცენტრში. მას სასწრაფო გადაუდებელი წესით ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, რის შემდეგაც გაგრძელდება სხივური და ქიმიოთერაპიის კურსები. ნინის გადარჩენისთვის საჭიროა 30 ათასი ევრო, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ.