საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოება 5 წლის მართას სიცოცხლის გადასარჩენად ერთიანდება.

19 აპრილს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი. საღამოზე შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება მართა მგელაძის მკურნალობას.

პატარა გოგონა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ლეიკემიას ებრძვის. მწვავე ლეიკემიის დასამარცხებლად და მკურნალობის სრული კურსისთვის, 5 წლის მართას ოჯახს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ნებისმიერ მსურველს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომერზე შეუძლია.

დახმარების მსურველებს ასევე შეუძლიათ დარეკონ სპეციალურ ნომრებზე:  0 901 701 448; 0 901 701 448.