32 წლის გიორგი ფარეშიშვილს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა.
ის სამკურნალოდ უკვე თურქეთის კლინიკაში იმყოფება. მის მკურნალობასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას 100 ათასი დოლარი სჭირდება.
გიორგი ფარეშიშვილი 2016 წლიდან 2017 წლამდე იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე. შემდეგ იკავებდა ქალაქ ფოთის მერის მოადგილის პოზიციას.
მეგობრებმა გიორგი ფარეშიშვილის თანადგომის კამპანია „ერთად დავამარცხოთ ლეიკემია“ უკვე დაიწყეს. გიორგის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ.