საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება 22 წლის თორნიკე სხულუხიას სჭირდება, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ჰოჯკინის ლიმფომა დაუდგინდა. ახალგაზრდა ბიჭი ქიმიოთერაპიის კურსს ახლა საქართველოში იტარებს, თუმცა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სამკურნალოდ მისი გადაყვანა თურქეთის კლინიკაში, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახს თორნიკეს მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გააჩნია და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

თორნიკე სხულუხიას დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ.