საქველმოქმედო განცხადება
32 წლის ნიკოლოზ დანელიას საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ავარიის შედეგად მან მძიმე ტრავმა მიიღო. ამჟამად, ექიმთა რეკომენდაციით, აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება და თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში, მაღალი სირთულის ორთოპედიული ოპერაციის ჩატარება. მკურნალობა დაკავშირებულია დიდ ფინანსურ ხარჯებთან, რომლის დაფარვის შესაძლებლობა ოჯახს ამ ეტაპზე არ აქვს.
ყველას, ვისაც სურს დახმარება, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზეა შესაძლებელი.