საქველმოქმედო განცხადება
37 წლის ნიკოლოზ აბულაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ნიკას დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი – მწვავე დიფუზური მსხვილუჯრედული B-უჯრედული ლიმფომა. მან ერთხელ უკვე დაამარცხა ეს დაავადება, მაგრამ სამწუხაროდ ლიმფომა კვლავ დაბრუნდა. ჩატარდა მეორადი ქიმიოთერაპია, თუმცა ორგანიზმი გახდა მკურნალობის მიმართ რეზისტენტული და დაავადება გავრცელდა ელენთასა და სხვა ორგანოებზე. ოჯახის ცნობით, დღეს უკვე ნიკას უჯრედული თერაპია უნდა ჩაუტარდეს, რისთვისაც პაციენტს საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება, რაც დიდ თანხასთანაა დაკავშირებული.
ყველას, ვისაც ნიკას დახმარება სურს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზეა შესაძლებელი.