საქველმოქმედო განცხადება

5 წლის დათა წიქორიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

დათას სპეციალური კვლევების ჩატარება ესაჭიროება – ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად დაეწყო განვითარების ეტაპების ჩამორჩენა. ამასთან ერთად აქვს დაუდგენელი დიაგნოზი, რაც ხელს უშლის მის ფიზიკურ განვითარებას, ჩამორჩენა აქვს როგორც წონის ასევე სიმაღლის, ამას თან ერთვის მწვავე ეპილეფსია. ოჯახის ცნობით, ყოველი დღე მნიშვნელოვნად აუარესებს მის მდგომარეობას. მათივე განმარტებით, ახლა საჭიროა დამატებითი კვლევები, რათა შესაძლებელი გახდეს ზუსტი დიაგნოზის დასმა, ამიტომ აუცილებელია მისი თურქეთში გადაყვანა. ყველას, ვისაც დათას დახმარება სურს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.