საქველმოქმედო განცხადება

17 წლის გიორგი ანთიას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. დიაგნოზის მიხედვით აუცილებელია ხერხემლის ფირფიტების შიდა ფიქსაციის ოპერაცია და შემდგომ რეაბილიტაცია. მდგომარეობა ურთულესია და ბავშვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის დროულად უნდა მოხდეს ქირურგიული ჩარევა. ოჯახი, არის დევნილი და არ აქვს საჭირო თანხის სრულად შეგროვების შესაძლებლობა. ყველას, ვისაც სურს 17 წლის გიორგის დახმარება, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზეა შესაძლებელი.