საქველმოქმედო განცხადება

ოჯახი 15 წლის თორნიკე გვარამაძეს ეძებს. ის ადიგენის რაიონის სოფელ უდიდან 21 აპრილს, საღამოს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ უნახავთ. მოზარდი აუტისტური სპექტრის მქონეა. სახლიდან გასვლისას ეცვა ცისფერი მაისური, ნაცრისფერი  შარვალი და თეთრი ფეხსაცმელი. მოზარდს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში დრონებითა და შესაბამისი აღჭურვილობის დახმარებით ეძებდნენ. ძებნის პროცესი ახლაც გრძელდება. თუ ვინმეს შეგიძლიათ რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდება ოჯახისთვის, გთხოვთ დარეკოთ ეკრანზე მითითებულ ნომერზე.