ოთხი წლის დათა წიქორიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას დათა წიქორიძის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დათას, დაახლოებით ერთი კვირის წინ, მწვავე ეპილეფსია დაუდგინდა, მას აქვს კუნთოვანი მასის გალევა, ასევე ცელიაკისა და მუკოვისციდოზის ნიშნები, რომლებიც დასადგენია. აწუხებს კრუნჩხვები და თავის ძლიერი ტკივილები. დათას სჭირდება მკურნალობის თურქეთში გაგრძელება. კერძოდ, დიაგნოზისთვის საჭიროა კუნთის ბიოფსია. ოჯახი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.
ოთხი წლის დათას დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზეა შესაძლებელი.