საქველმოქმედო განცხადება 

18:47, 27.04.2023

საზოგადოების დახმარება 33 წლის ეკატერინე მჭედლიძეს ესაჭიროება. მას 15 წლის ასაკში იშვიათი დაავადება, ვილსონის დაავადება და ღვიძლის ციროზი დაუდგინდა. მას შემდეგ ეკატერინე ებრძვის ამ დაავადებას და მედიკამენტურ მკურნალობაზე იმყოფებოდა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა. გადაუდებლად აუცილებელია ღვიძლის გადანერგვა. ოპერაციის თანხის ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს, ნაწილი კი პაციენტის გადასახდელია, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. ყველას, ვისაც აქვს 33 წლის ეკატერინე მჭედლიძის დახმარების შესაძლებლობა, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომერზე შეუძლია.

მსგავსი