ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 6-7 ივნისს ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალისა და აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ერთობლივი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა თერაპევტის, ნევროლოგის, უროლოგის, ოფთალმოლოგის, დერმატოლოგისა და კარდიოლოგის კონსულტაციას, ასევე, ექოსკოპიას, ელექტროკარდიოგრამას, გულის ექოსკოპიას, ლაბორატორიულ კვლევებს.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში, სამსახურის 181 ბენეფიციარს უსასყიდლოდ გაეწია სამედიცინო მომსახურება; განხორციელდა 345 სამედიცინო ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ აქციაში ჩართული იყო ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მობილური კლინიკა, რომლის მეშვეობითაც, მედპერსონალმა მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადგილზე გაუწია სამედიცინო მომსახურება იმ ბენეფიციარებს, რომელთაც ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, გადაადგილება შეზღუდული აქვთ.