საქმეების ელექტრონული გადანაწილება

თუ აქამდე სასამართლოს თავმჯდომარე წყვეტდა, რომელი მოსამართლე განიხილავდა თქვენს საქმეს, იანვრიდან საქმეების განხილვის შემთხვევითობის პრინციპი ამოქმედდება.

სპეციალისტები თვლიან, რომ საქმეთა ელექტრონული წესით განაწილება მიკერძოებას გამორიცხავს და ამ შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს უფლება უკეთ არის დაცული.

რუსთავში ამ სისტემას უკვე საპილოტე რეჟიმში ცდიან და პირველი ხარვეზებიც უკვე გამოიკვეთა.