საქართვლოს ძიუდოს ნაკრების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

21:53, 12.10.2026

შთამბეჭდავი შედეგი ძიუდოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები სამშობლოში ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ამ შედეგებით ჩვენი ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. განსაკუთრებით გამორჩეული აღმოჩნდა ტატო გრიგალაშვილის ასპარეზობა. სპორტსმენი ბაქოში მოპოვებული გამარჯვებით ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პირველობა არავის დაუთმო ილია სულამანიძემ, რომელმაც ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ნაკრებს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოუტანა. რაც შეეხება გუნდურ შეჯიბრებას, ტურნირის დასკვნით დღეს ქართველებმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩინეთის ნაკრები დიდი სხვაობით დაამარცხეს და მედლები მოიპოვეს. მანამდე, გადამწყვეტი „ოქროს ქულა“ საფრანგეთთან შეხვედრაში ტრავმირებულმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა აიღო, რითაც საქართველოს ნაკრებს მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი შეუნარჩუნა.

მსგავსი