საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადება - გამოხმაურება

გერმანიამ საქართველოში 237 მილიონი ევროს პროექტების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის ელჩი ავრცელებს. პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს, რომ საუბარია მწვანე წყალბადის, ენერგოქსელისა და ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე. როგორც დიპლომატი განმარტავს, ეს არის გერმანიის რეაქცია საქართველოს მიერ ევროკავშირის გზის დატოვებასთან დაკავშირებით. გერმანელი დიპლომატის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.