საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება

ჩვენ გულწრფელად გვაქვს იმედი, რომ ოქტომბერში, როდესაც გაფართოების შესახებ ახალი ანგარიშის პროექტი შედგება ევროკომისიის მიერ, რაც მოიცავს რეკომენდაციებსაც, იქნება საკმარისი პროგრესი მიღწეული ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ახლა საჭიროა, რაც შეიძლება მეტი პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რომ ევროკომისიამ გასცეს დადებითი რეკომენდაცია.