საქართველოში აშშ-ს ელჩის ვაკანტური პოსტი

აშშ-ის ელჩის ვაკანტური პოსტი საქართველოში პოლიტიკური განხილვის საგანი ხდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელის თქმით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვაშინგტონის მიერ შერჩეულ კანდიდატურას – ბრიჯიტ ბრინქსს „ქართული ოცნების“ ლიდერები ბლოკავენ.

ეკა გიგაურს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ეთანხმებიან. ელჩობის სავარაუდო კანდიდატის შესაძლო დაწუნების ფაქტს აბსურდულად მიიჩნევენ ხელისუფლების დანარჩენი ოპონენტები.

რაც შეეხება ბრინქსს, ის ჩვენს ქვეყანას კარგად იცნობს, 2011-14 წლებში თბილისში ამერიკის მაშინდელი ელჩის მოადგილის პოზიცია ეკავა. ამ დროისთვის ბრიჯით ბრინქსი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა.