საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადება

მჯერა, პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა ქვეყნისთვის სასწორზე – ამ სიტყვებით ეხმაურება მოლაპარაკების პროცესს აშშ-ის ელჩი. კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები კომპრომისებზე მალე წავლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა შეთანხმებისთვის.