საქართველოსა მორაგბეთა ნაკრები დღეს რუმინეთს შეხვდება

დღეს საქართველოსა მორაგბეთა ნაკრები რუმინეთს შეხვდება.

მატჩი დინამო-არენაზე 16:00 საათზე გაიმართება. სამწვრთნელო შტაბმა ფინალური შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ერთა თასთან ერთად, საქართველოს ნაკრების მიზანი ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასის დაბრუნებაა, რომელიც შარშან რუმინელებმა მოიპოვეს.