საქართველოსა და სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

12:37, 12.07.2019

საქართველოსა და სომხეთის საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის თანახმად, ტელეკომპანიები ერთობლივ მედიაპროექტებსა და პროგრამებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობაზე, ახალი ამბების არქივირებასა და საინფორმაციო ინსტრუმენტების დანერგვაზე იმუშავებენ. მხარეები შეთანხმდნენ, მოაწყონ სემინარები, სპეციალისტების ორმხრივი შეხვედრები და ტრენინგები, ასევე აქტიურად გაცვალონ ახალი ამბები.

მსგავსი