საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას დღეს ეწვევა. მანამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინში გერმანელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ირაკლი დარჩიაშვილის განცხადებით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. მთავარი საკითხი კი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის როლი იყო. ქართული დელეგაციის განცხადებით, საქართველო გერმანიის საერთაშორისო დღის წესრიგში იქნება და სტატუსის მიღების გზაზე ქვეყანას მხარს აქტიურად დაუჭერს.