საქართველოს წარმომადგენელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ტაივანის ღია პირველობის ფინალისტია

საქართველოს წარმომადგენელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ტაივანის ღია პირველობის ფინალისტია. წარმატებას სპორტსმენმა წყვილთა ტურნირზე მიაღწია.

კალაშნიკოვა იაპონელ ნაო ჰიბინოსთან ერთად გამოდიოდა – ისინი დღეს ნახევარფინალში, პირველ ნომრად განთესილ უნგრულ-ტაივანურ წყვილს შეხვდნენ და ორ სეტში დაამარცხეს  – 6:2, 6:2. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარია.