„საქართველოს ვარსკვლავი“ – ხმის მიცემის წესები

18:50, 15.11.2019

„​საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული საქართველოს 2020 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.

„​საქართველოს ვარსკვლავის“ გამოსავლენად ხმის მიცემის წესი შემდეგია: მხარი დაუჭირეთ თქვენს ფავორიტ კონკურსანტს – ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, დაურეკეთ კუთვნილ ნომერზე, მაქსიმუმ ოც-ოცჯერ, ერთი ზარის ღირებულება 80 თეთრი.

ასევე, ხმის მისაცემად „ფეისბუქზე“ უნდა მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური გვერდი, შეხვიდეთ შეტყობინებაში და მონაწილეთა გრაფაში ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს. „ფეისბუქზე“ ხმის მიცემა შესაძლებელია ყოველდღე, 6 საათში ერთხელ. „ფეისბუქზე“ ხმის მიცემა უფასოა.

თითოეულ ხმას ერთი და იგივე ძალა აქვს.

მსგავსი