საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 104 წლის იუბილე აღნიშნა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაარსებიდან 104 წლის იუბილე აღნიშნა. უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერის, გიორგი ნიკოლაძის ძეგლი გაიხსნა. საიუბილეო ღონისძიებები სამადლობელი პარაკლისითა და საზეიმო სხდომით გაგრძელდა. დასასრულს სტუმრებმა ახლადგახსნილი ლაბორატორია დაათვალიერეს და უნივერსიტეტის უახლეს სამეცნიერო ინფრასტრუქტურას გაეცნენ.