საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი

21:36, 01.07.2026

გავლენიანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს პოზიტიური შეფასებები. „მუდისი“ საქართველოს საკრედიტო რეიტინგს ისევ ბიეი 2 დონეზე ტოვებს, ეკონომიკურ პერსპექტივას კი ნეგატიურიდან, სტაბილურამდე აუმჯობესებს. შეცვლილია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც. სააგენტოს პროგნოზით, წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6.4 %-ით გაიზრდება – საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესებას „მუდისი“ რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. მათ შორის სახელდება შუა დერეფანი. სააგენტოს შეფასებით სტრატეგიული სატრანზიტო მარშრუტში, ზრდის საგარეო სექტორის მდგრადობას ხელს უწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და ინვესტიციების მოზიდვას. დადებითად ფასდება ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ქვეყნის საბანკო სექტორის მდგრადობა და სავალუტო რეზერვების მოცულობაც.

რა გავლენას მოახდენს „მუდისის“ პოზიტიური პროგნოზი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე და როგორ აფასებენ გაუმჯობესებულ რეიტინგს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი უწყებები – ნახეთ მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტი.

მსგავსი