ჰააგაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესია მიმდინარეობს

18:11, 05.07.2026

ჰააგაში, სესიაზე წარდგენილი იქნება საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომლის მთავარი ინიციატორი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჯო უილსონია. დოკუმენტში, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საიტზეა გამოქვეყნებული, ის საკითხებია ჩამოთვლილი, რომელთა გამოც საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს, მათ შორის საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნების, ხმებით მანიპულირების და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ხელის შეშლის ფაქტების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე. რეზოლუციის პროექტში ასევე წერია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს ბოლო პერიოდში საქართველოში მიღებულ კანონებს. ქართული მხარის განცხადებით, ჯო უილსონის ინიციირებული დოკუმენტი, დეზინფორმაციაზეა აგებული და ამის შესახებ ქართველმა დეპუტატებმა როგორც საერთაშორისო ტრიბუნიდან, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრეს.

მსგავსი