საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 167 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 167 სამხედრო მოსამსახურე შეემატა.

ფიცის დადების ცერემონია პირველი ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელ  ბაზაზე, სოფელ ხცისში გაიმართა.

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი გაიარეს. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.

დღეიდან ჯარისკაცები პირველ ქვეით ბრიგადასა და საავიაციო ბრიგადაში გადანაწილდებიან, სადაც 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.