საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მალტაში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მალტის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება. დილიდან მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრები. დისკუსიის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესია.

უკვე გაიმართა შეხვედრები როგორც პარლამენტში, ისე პრეზიდენტთან.