საქართველოს საკითხის განხილვა სენატში

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე აშშ-ის სენატმა შესაძლოა რეზოლუცია მოამზადოს.

გამწვავებული პოლიტიკური სიტუაცია ევროპარლამენტის შემდეგ სენატის დღის წესრიგში მოექცა. ევროპის და რეგიონული თანამშრომლობის ქვე-კომიტეტიდან ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შენიშვნები და მკაფიო მოწოდებები მიიღეს. არჩევნების შეფასებებისას კონგრესმენები და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეები ეუთო/ოდირის დასკვნას ეყრდნობოდნენ, თუმცა ხაზი გაესვა სერიოზულ დარღვევებსაც, მათ შორის საარჩევნო დავების კუთხით. კრიზისის სწრაფად გადაჭრა, პარლამენტში ოპოზიციის შესვლა, ამბიციური საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმის გატარება – ასეთია ძირითადი აქცენტები. იყო მინიშნებები მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიზებაზე. რეზონანსული აღმოჩნდა ნიკა მელიას საქმეზე სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებაც.

რეაქციები არაერთგვაროვანია: „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია, რომელიც ახლა ევროკავშირის მედიაციით დიალოგის მეორე და სავარაუდოდ გადამწყვეტი რაუნდისთვის ემზადებიან, ამერიკელი მაღალჩინოსნების და სენატორების გზავნილებს სხვადასხვანაირად კითხულობენ.