საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა.

ქვეყნის ეროვნული სიმბოლო დღეს სახელმწიფო უწყებებთან ერთად სახლების სახურავებზეცაა აღმართული. პატივის მიგების ნიშნად ხუთჯვრიანი დროშა გადმოფენილია აივნებზეც.

პარლამენტმა ისტორიული სიმბოლოების, მათ შორის ხუთჯვრიანი დროშის აღდგენის შესახებ დადგენილება 1999 წელს მიიღო. საბოლოოდ ის 2004 წლის 14 იანვარს აღადგინეს. 2017 წელს კი ხუთჯვრიანი დროშა კონსტიტუციის მიხედვით განმტკიცდა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება, თუმცა პანდემიის გამო წელს მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმილი არ არის.