საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მზადება

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.

ჩვენი გუნდი შეკრების პირველ ეტაპს, ლატვიის კურორტ იურმალაში გაივლის. ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება. ტურნირი პოლონეთში,  კვიპროსზე, ლატვიასა და ფინეთში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები თავის შეხვედრებს კვიპროსზე, ქალაქ ლიმასოლში გამართავს. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის მეტოქეები C ჯგუფში ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და ბოსნიის ნაკრებები იქნებიან.