საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ისრაელში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ცოტა ხნის წინ მაკა ბოჭორიშვილი ისრაელელმა კოლეგამ მიიღო. 33-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა და ყველა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განხილვის თემები იყო. აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. ბუნებრივია, საუბარი შეეხო ღაზის სექტორში ცოტა ხნის წინ მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას. მანამდე კი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი იერუსალიმის პატრიარქს ესაუბრა. იერუსალიმში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და კულტურულ-რელიგიური ურთიერთობების გამყარება მთავარი საკითხები იყო. შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება.