რეგიონული თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება – ესაა ძირითადი საკითხები რაზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარეს ესაუბრა. ეს მაკა ბოჭორიშვილის პირველი ვიზიტია ანკარაში მას შემდეგ, რაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრამდე მაკა ბოჭორიშვილი თურქ კოლეგას შეხვდა, სადაც ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.