საქართველოს რესპირაციული ასოციაციის კონგრესი

ბათუმში საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მეცხრე საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გახსნა. კონგრესში მსოფლიოს 19 ქვეყნის, 24 წამყვანმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მოიცავდა სიმპოზიუმებსა და პრეზენტაციებს. ღონისძიება საქართველოს რესპირაციული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. ასოციაცია 2004 წელს შეიქმნა და მისი მიზანი რესპირაციული მედიცინის განვითარების ხელშეწყობაა.