საქართველოს რადიოს გადაცემების კონკურსი

საქართველოს რადიოს ახალი საეთერო სეზონისთვის გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია.

130 განაცხადიდან სპეციალურმა კომისიამ საუკეთესოები უნდა შეარჩიოს. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ოთხ მიმართულებაზე – ორიგინალური რადიოიდეა, შემეცნება-განათლება, კულტურა, გართობა-შემეცნება – პროექტების მიღებას. განაცხადებების მიღება 3 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით იყო შესაძლებელი.