თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველ ლედის, თურქეთის პირველმა ლედიმ პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა, სადაც მათ შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. თამარ ბაგრატიონმა ემინე ერდოღანის ინიციატივას, სახელწოდებით „ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულება“ მოაწერა ხელი. აღნიშნული დეკლარაცია გარემოს დაცვის, ნარჩენების მინიმიზაციისა და გადამუშავების პროცესების ხელშეწყობის მიზნით 2017 წელს შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანაა ნარჩენების მართვის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
აღნიშნული დეკლარაცია წლების განმავლობაში გლობალურ პროექტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ხელს აწერს 112 ქვეყნის 15 900 წარმომადგენელი. თამარ ბაგრატიონის ხელმოწერის შემდეგ, აღნიშნულ მნიშვნელოვან პროექტს საქართველოც შეუერთდა. შეხვედრის დასასრულს ემინე ერდოღანმა საქართველოს პირველ ლედის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში არსებული ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა.