საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი კვიპროსში

პრეზიდენტი ვიზიტით კვიპროსში იმყოფება. მიმდინარეობს შეხვედრები უმაღლესი თანამდებობის პირებთან. დისკუსიაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული  ურთიერთობების გაღრმავების საკითხი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კვიპროსის მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. სალომე ზურაბიშვილი კვიპროსში ასევე შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.