საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჟენევაში

საქართველოს პრეზიდენტს ჟენევაში მოუსმენენ. ხვალ სალომე ზურაბიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.

სახელმწიფოს მეთაური 44 ქვეყნის ლიდერების და 190-მდე ქვეყნის დელეგატების წინაშე იმ გამოწვევებზე ისაუბრებს, რომლებიც საქართველოში დასაქმების კუთხით არსებობს.

ვიზიტის დროს პრეზიდენტი ჟენევაში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც აპირებს შეხვედრებს.