საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს იტალია.

მკაფიო მხარდაჭერის გზავნილები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიელი კოლეგისგან დღეს პირადად მიიღო. 25 წლის შემდეგ იტალიაში საქართველოს პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი დაიწყო. რომში, კვირინალეს სასახლეში საპატიო დახვედრის ცერემონიის და პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაკეთდა ერთობლივი განცხადებები. იტალიის პრეზიდენტმა გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომმა საქართველოს ევროპასთან პარტნიორობა კიდევ უფრო დააჩქარა. პრეზიდენტები თანხმდებიან, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გასაძლიერებლად ახალი ბიძგია საჭირო.

„მოამბე“ რომიდან, – ნოდარ ჩაჩუა აშუქებს პრეზიდენტის ვიზიტს.

დატოვე კომენტარი