საქართველოს პრეზიდენტის ანგარიში

„ხელისუფლებამ დღესაც, როგორც 32 წლის წინ, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება. მიზანი ნათელია – ეს ევროპული მომავალია“. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და ძირითადი დრო ამ მიმართულებით დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო. პრეზიდენტმა მისი საქმიანობა და გადადგმული ნაბიჯებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რათა ერთიანი და კონსოლიდირებული მუშაობით ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შესრულდეს. პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, ტრიბუნა დაიკავეს ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებმა, პრეზიდენტმა კი დასკვნითი სიტყვის უფლებით არ ისარგებლა. ოპოზიციას მოეწონა და დაეთანხმა პრეზიდენტის პოზიციასა და გზავნილებს, მმართველმა გუნდმა კი გამოსვლას უკიდურესად ტენდენციური და პოლარიზაციის გამაღრმავებელი უწოდა.

პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარდგა