საქართველოს პრეზიდენტი ქვემო ქართლს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი  დღეს ქვემო ქართლს ეწვია. ამ წუთებში, სალომე ზურაბიშვილი რეგიონის მოსახლეობას ხვდება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრობის მიზანი, რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და მხარდაჭერაა. დაგეგმილია პრეზიდენტის მარნეულში, სოფელ თამარისში სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა.

საქართველოს პრეზიდენტი, რეგიონულ შეხვედრებს, 20 მარტს, გარდაბანში დაასრულებს და ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობის სახალხო დღესასწაულს ნოვრუზ-ბაირამს მიულოცავს.