საქართველოს პრეზიდენტი ხავიერ კოლომინას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. ხავიერ კოლომინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა, ხაზგასმით აღინიშნა საქართველო – ნატოს ორმხრივი ურთიერთობები. აქცენტი გაკეთდა საქართველოს განსაკუთრებულ როლზე რეგიონში შექმნილ გარემოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. განიხილეს ევროპული პერსპექტივა და 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საჭიროება.