საქართველოს პრემიერის ვიზიტი ყირგიზეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ბიშკეკის მანასის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს მთავრობის მეთაურს ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ადილბეკ კასიმალიევი დახვდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან, რის შემდეგაც მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

თათია ტაბეშაძე მუშაობს პირდაპირ ეთერში.