პრემიერის მიმართვა რუსეთის ფედერაციას - პოლიტიკური შეფასებები
გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართავს, ორი ქვეყნის ურთიერთობების მოსაგვარებლად და არსებული რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.
„მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში. გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.” – აცხადებს პრემიერი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამჟამად არის არჩევანი -ურთიერთბრალდებები და მწვავე განცხადებები ან – გონივრული ნაბიჯები ურთიეთობების მოსაგვარებლად.

პრემიერის მიმართვასთან დაკავშირებით პირველი შეფასებები უკვე გაკეთდა.  პოზიცია დააფიქსირეს როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგნელებმა.