საქართველოს პრემიერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე
გაერო-ს მაღალი დონის კვირეული გრძელდება.
გენერალური დებატების ფარგლებში, გაერო-ს ტრიბუნას იკავებენ მსოფლიო ლიდერები, რომელთა მთავარი აქცენტიც და გზავნილიც არის მშვიდობის დამყარება და ომების დასრულება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს ტრიბუნაზე, ხვალ 24 სექტემბერს გამოვა, მანამდე კი მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში იღებს და ორმხრივ შეხვედრებს მართავს.