ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. ირაკლი კობახიძე ამ წუთებში ყაზახეთის პრეზიდენტს, კასიმ ჟომარტ ტოკაევს ხვდება, რის შემდეგაც, მედიისთვის კომენტარი გაკეთდება. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო პოტენციალის მაქსიმალურად გაფართოება, ინვესტიციების მოზიდვა და ტურიზმის განვითარებაა. განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება საქართველოს როგორც შუა დერეფნის დაკავშირებადობის როლის სრულად ათვისების მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს, მოგვიანებით კი კონსულტაციები გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.