მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამსა და რამადან ბაირამს მოგვიანებით ულოცავს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს დღესასწაულები წელს ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასა და ეროვნული გლოვის დღეებს დაემთხვა. პრემიერი მწუხარების გაზიარებისა და ღონისძიებების გაუქმებისთვის მუსლიმ თემს მადლობას უხდის. „უწმინდესი ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და ძმური სიყვარულით ეპყრობოდა მუსლიმ თემს. იგი თავად იყო ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ცოცხალი მაგალითი. ჩვენს უმთავრეს მოვალეობად სწორედ ამ უდიდესი მემკვიდრეობის გაგრძელებას მივიჩნევთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ბარაქას ვუსურვებ თქვენს ოჯახებს!“- წერია პრემიერის განცხადებაში.